დანი ალვეშის გარდა "სან პაულოში" კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს

"გლობო" იუწყება, რომ ბრაზილიური კლუბი "სან პაულო" კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებასთანაა ახლოს. 

ამჯერად გუნდის რიგებს კიდევ ერთი ვეტერანი და ამავდროულად თავისუფალი აგენტი ხუანფრანი შეემატება.

მას ზაფხულში დაუსრულდა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი, "როხიბლანკოში" კი 2011 წლიდან მოყოლებული ბურთაობდა. 

შეგახსენებთ, რომ "სან პაულოში" რამდენიმე დღის წინ დანი ალვეშიც ჩაირიცხა. კლუბის მესვეურვების მიაჩნიათ, რომ ვეტერანების დამატება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილების მიღებაში ხელს შეუწყობს. 

მადრიდის ატლეტიკო დანი ალვეში სან პაულო ხუანფრანი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: "ბარსელონამ" მსოფლიო ვარსკვლავი დაიმატა

ყველაფერი გადაწყდა - ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" რეკორდულ თანხად

აბსოლუტური შოკი - დანი ალვეშის მეუღლის პიკანტურმა ფოტოებმა მსოფლიო აალაპარაკა [PHOTO]