მანჩესტერული შეტევა ტურინზე - "იუნაიტედს" "იუვენტუსის" თავდამსხმელები სურს

Tuttosport იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელების დამატებითაა დაინტერესებული. 

"წითელ ეშმაკებს" საკუთარ რიგებში პაულო დიბალას ხილვა სურთ, თუმცა თუ ეს გარიგება არ გამოუვათ, მაშინ მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერზე გადაერთვებიან. 

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ოლდ ტრაფორდს" რომელუ ლუკაკუ დატოვებს და "ინტერს" მიაშურებს, გუნდს კი მისი შემცვლელი დასჭირდება. 

იტალიური პრესა პარალელურად წერს იმის შესახებაც, რომ დიბალამ ვარჯიში მიატოვა და "იუნაიტედთან" დაიწყო მოლაპარაკებები, ასევე ვრცელდება ცნობა, რომ პრემიერ ლიგაში გადაბარგების წინააღმდეგი არც ხორვატი თავდამსხმელი გახლავთ. 

ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედი პაულო დიბალა მარიო მანჯუკიჩი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია