ამჯერად მეკარე - "ასტონ ვილამ" ზაფხულში მე-11 ფეხბურთელი დაიმატა

"ასტონ ვილას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა "ბარნლიდან" მეკარე ტომ ჰიტონი დაიმატა. 

ბირმინგემულ გუნდს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ გარიგების საფასურმა 8 მილიონი ფუნტი შეადგინა. 

საინტერესოა, რომ ზაფხულში ის "ასტონ ვილასათვის" უკვე მე-11 შენაძენია, კლუბი კი პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად ემზადება. 

რაც შეეხება ჰიტონს, მას "ბარნლიმდე", "ბრისტოლში", "კარდიფსა" და "მანჩესტერ იუნაიტედშიც" უასპარეზია. 

ბარნლი ბირმინგემის ასტონ ვილა ტომ ჰიტონი

მსგავსი პოსტები

შელაპარაკება კოცნით დასრულდა - უცნაური მომენტი და ყვითელი ბარათი პრემიერ ლიგაში

"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის ყველა დროის ანტი რეკორდი დაამყარა

ჯონ ტერი ჩემპიონშიპის ბინადარ "მიდლსბროს" ჩაიბარებს