ზედმეტი 7 კილოგრამი - ედენ აზარი "რეალში" გაცილებით მძიმე დაბრუნდა

Sport.es ავრცელებს ცნობას, რომ მადრიდის "რეალის" ახალი შენაძენი ედენ აზარი კლუბის შეკრებაზე 7 კილოგრამით მძიმე გამოცხადდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ის გუნდის ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა და შეჰპირდა, რომ მალე ჩადგება ჩვეულ ფორმაში.

ბელგიელი ფეხბურთელი "სამეფო გუნდში" "ჩელსიდან" ამ ზაფხულს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 

მან სამ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი დიდი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. 

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსი ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ