მაურო იკარდი "იუვენტუსში" მეუღლის გამო გადადის

Daily Mail იუწყება, რომ მაურო იკარდი "იუვენტუსში" გადასვლას დასთანხმდა, რაშიც დიდი წვლილი მის მეუღლესა და ამავდროულად აგენტ ვანდა ნარას მიუძღვის. 

საქმე იმაშია, რომ ქალბატონი ნარა ფეხძიმედაა და მეექვსე ბავშვს ელოდება. მას უნდა, რომ თავისი შვილები იტალიაში გაიზარდონ, რასაც მისი ფეხბურთელი მეუღლეც იზიარებს. 

როგორც იცით, იკარდის, ამჟამინდელ გუნდ "ინტერიდან", პირდაპირი მნიშვნელობით აგდენებ, რადგან ის მწვრთნელ ანტონიო კონტეს გეგმებში ვერ ჯდება. 

მისი დამატების სურვილს იტალიაში "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იჩენენ, პრემიერ ლიგიდან კი "მანჩესტერ იუნაიტედი". 

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა არჩევანი ტურინული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა. 

ტურინის იუვენტუსი მაურო იკარდი ვანდა ნარა მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ