"მას მხოლოდ ფული აინტერესებს" - მაიკლ ეშლიმ რაფაელ ბენიტესს შეუტია

"ნიუკასლის" მფლობელმა მაიკლ ეშლიმ მისი გუნდის ყოფილ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა "კაჭკაჭთა" რიგები ზაფხულში დატოვა და ჩინური "დალინ იინფანი" ჩაიბარა. 

"ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რაფაელ ბენიტესისთვის ფული ყოველთვის პირველ ადგილას იდგა, კლუბის ინტერესები კი უკანასკნელზე. 

როდესაც სარფიანი წინადადება მიიღო, მან ყველაზე მარტივი წინადადება არჩია და სამუშაოდ ჩინეთში წავიდა, რამაც ჩემში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. 

თუ რაფაელი "რეალში" დაბრუნდებოდა, ან პრემიერ ლიგაში ექვსეულისთვის მებრძოლს გუნდს ჩაიბარებდა, მე მას გავუგებდი. 

თუმცა, მან არჩევანი ფულზე გააკეთა. ბენიტესმა 50%-ით მოითხოვა ხელფასის გაზრდა, რაზეც იცოდა, რომ შეუძლებელი იყო", - ამბობს ეშლი.

ნიუკასლი რაფაელ ბენიტესი მაიკლ ეშლი

მსგავსი პოსტები

ბენიტესი "ნიუკასლიდან" მიდის და მსოფლიოს გრანდის მწვრთნელად ინიშნება

"ლივერპულს" ყოფილი მწვრთნელი უბრუნდება - ინგლისური პრესის სენსაციური ინფორმაცია

გატუზო პრემიერ ლიგაში - "მილანის" მწვრთნელის ახალი სამუშაო ცნობილია