ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა დარენ ბენტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

35 წლის ასაკში ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა დარენ ბენტმა იუწყა, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს. 

ის გასული ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყო, ბოლოს კი ქვედა ლიგის ბინადარ "ბარტონში" ასპარეზობდა. 

ბენტს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უასპარეზია. გულშემატკივარს კი განსაკუთრებულად "ტოტენჰემში", "ასტონ ვილასა" და "იფსვიჩში" გატარებული პერიოდით დაამახსოვრდება. 

მან ინგლისი ნაკრების მაისურა 13 შეხვედრაში მოირგო და 4 გოლი შეაგდო. 

დარენ ბენტი

მსგავსი პოსტები

ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა დარენ ბენტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა