ტიბო კურტუა: ვფიქრობ, "რეალის" პირველი მეკარე...

მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ იქნება "სამეფო გუნდის" ძირითადი კიპერი მომავალ სეზონში. 

"დიდებულ სეზონის წინა მზადებას გავდივარ და თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს. 

ვინ იქნება პირველი ნომერი? ვფიქრობ, ეს ცხადია და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის", - ამბობს კურტუა. 

შეგახსენებთ, რომ კურტუას კონკურენციას კეილორ ნავასი უწევს და "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, ძირითადი მეკარე კურტუა იქნება თუ ნავასი. 

მადრიდის რეალი ტიბო კურტუა ზინედინ ზიდანი კეილორ ნავასი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის