ხამეს როდრიგესი სერია A-ში მიდის, თუმცა არა "ნაპოლიში"

Football Italia წერს, რომ ხამეს როდრიგესი შესაძლოა "მილანში" გადაბარგდეს.

ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კოლუმბიელის სამსახური "როსონერის" ბოსებს უკვე შესთავაზა. 

სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობდა. 

"ლომბარდიელებს" მისი ყიდვა 42 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ხამესის გადაბირების მსურველი "ნაპოლიც" იყო, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. 

"მილანის" ახალ მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოს მიაჩნია, რომ როდრიგესი ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს მოუგვარებს. 

ნაპოლი მილანი მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნი ხამეს როდრიგესი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი