ტოპ სიახლეები
ზინედინ ზიდანის შვილმა საფრანგეთის ნაკრებს ალჟირი არჩია
209
0

Dz Football-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის შვილი ლიუკა ალჟირის ნაკრებში იასპარეზებს.
როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელ მწვრთნელს ალჟირული ფესვები აქვს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახლა კი მისმა შვილმა გადაწყვიტა, რომ ალჟირის ნაკრებში ითამაშოს. ლიუკას ადრე ალჟირის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებაც დაუცავს.
ის მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და სანტანდერის "რასინგშია" გაიჯარებული.
წინა პოსტზე გადასვლა
შემდეგ პოსტზე გადასვლა