კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსში" ნეიმარის გადასვლაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა

El Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შეხვდა და ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე გაესაუბრა. 

გავრცელებული ცნობით, პორტუგალიელი თანახმაა, რომ ბრაზილიელი "ვეკია სინიორაში" გადაბარგდეს. 

მას მიაჩნია, რომ ნეიმართან ერთად "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს პსჟ-იდან სურს აბარგება. მისი დამატება კი ტურინელთა გარდა "ბარსელონასა" და "რეალს" სურთ. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო პსჟ ნეიმარი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს