მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა ზიდანის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ გასული სეზონის დასაწყიში ზინედინ ზიდანის "სამეფო გუნდიდან" წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გარეთ ბეილი გახდა. 

"ზიდანმა გასული სეზონის დასაწყისში ფლორენტინო პერესს შეუთვალა, რომ კრიშტიანო რონალდო შეენარჩუნებინა, გარეთ ბეილი კი გაესხვისებინა. 

პერესმა მას არ დაუჯერა, რის გამოც ზიდანმა დაკავებული თანამდეობა დატოვა. 

როდესაც პერესი მას ისევ დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა, ზიდანმა მთავარ მოთხოვნად წამოაყენა, რომ გარეთ ბეილი "რეალიდან" უნდა წასულიყო, რაზეც თანხმობა მიიღო", - ამბობს კალდერონი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავად ზიდანმა თქვა, რომ უელსელი ფეხბურთელი ზაფხულში "სამეფო გუნდიდან" აიბარგებდა. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილი რამონ კალდერონი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ