უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, "ვორსკლასა" და "არსენალის" შეხვედრა, პოლტავას ნაცვლად კიევში გაიმართება

უეფას უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ "ვორსკლასა" და "არსენალის" შეხვედრა ქალაქ პოლტავას ნაცვლად კიევში გაიმართოს. 

ეს გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მართველმა ორგანომ, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო მიიღო. 

როგორც უეფას განცხადებაშია ნათქვამი, ისინი უკრაინაში განვითარებულ სიტუაციებს დააკვირდებიან და ამ ქვეყანაში გასამართ მატჩებზე იმსჯელებენ. 

"ვორსკლასა" და "არსენალის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

არსენალი ვორსკლა ევროპის ლიგა

მსგავსი პოსტები

სანდრო კობახიძე გაბრაზებულია - რა ჰგონიათ "არსენალში", პოლტავა სამყაროს დასასრულშია?!

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური წყვილები ცნობილია

ჰენრიხ მხითარიანი: "არსენალი" მზად იყო "ვორსკლასთან" პოლტავაში ეთამაშა