ცნობილი გახდა, სად განაგრძობს კარიერას გარეთ ბეილი

ცნობილი ესპანური გამოცემა "მარკა" წერს, რომ მადრიდის "რეალის" უნივერსალი გარეთ ბეილი კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში განაგრძობს.

ერთადერთი გასარკვევი ახლა ის დარჩა, თუ რომელ კლუბს აირჩევს უელსელი. 

"ჯიანგსაუ სუნინგი" მას წლიურად 17 მილიონ ევროს სთავაზობს (სწორედ ამდენს გამოიმუშავებს ბეილი "რეალში"). 

ჩვენი ესპანელი კოლეგები იუწყებიან, რომ "შანხაი შენხუა" უელსელს რამდენიმე მილიონით მეტს სთვაზობს და ბეილმა გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ყველასთვის კარგი იქნებოდა, თუ ბეილი "რეალიდან" წავიდოდა. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილი შანხაი შენხუა ჯიანგსაუ სუნინგი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის