"ყველასთვის ასე აჯობებს" - ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი "რეალიდან" მიდის

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ზინედინ ზიდანი კლუბს დატოვებს. 

"იმედი მაქვს, ბეილი კლუბს მალე დატოვებს. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება და გუნდის ხელმძღვანელობა მის ტრანსფერზე უკვე მუშაობს. 

უელსელი ფეხბურთელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ დრო მოვიდა, რომ რაიმე შეიცვალოს. 

ეს სიტუაცია ბეილისთვისაც ცნობილია. არ ვიცი, მისი ტრანსფერი 24 საათში გაირკვევა თუ 48 საათში, მაგრამ ერთი რამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ის ზაფხულში გუნდიდან წავა", - ამბობს ზიდანი. 

შეგახსენებთ, რომ ბეილი "რეალში" 2013 წელს "ტოტენჰემიდან" გადაბარგდა. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის