მაურისიო პოჩეტინო: ამ შემთხვევაში ალბათ "ტოტენჰემს" დავტოვებდი

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ალბათ გუნდიდან წავიდოდა. 

"თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, ჩემი მომავალი ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა. 

ვფიქრობ, ახალი გამოწვევების დრო იქნებოდა და ჩემს კარიერაში დავინახავდი საჭიროებას, რომ ახალი ფურცელი გამეხსნა. 

ახლა კი ისევ "ტოტენჰემში" ვრჩები. რატომ? იმიტომ, რომ სირთულეებს არასდროს გავურბივარ და საქმეს შუა გზაზე არასდროს ვტოვებ", - ამბობს პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ტოტენჰემი" "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა. 

ლივერპული მაურისიო პოჩეტინო ლონდონის ტოტენჰემი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით