კარგი ინფორმაცია - "მეხელენის" დისკვალიფიკაციის გამო ქართველების "გენტი" ევროპის ლიგაზე დაუშვეს

"გენტი" მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს, ამის შესახებ ცნობილი უეფას დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გახდა. 

წესითა და რიგით, ევროპის რანგით მეორე პრესტიჟულ ტურნირზე "მეხელენს" უნდა ეთამაშა, ვინაც თასის გამარჯვებული გახდა. 

საქმე იმაშია, რომ ეს გუნდი მატჩების გარიგებაშია ეჭვმიტანილი და ეს სასჯელიც ამიტომ მიიღო. 

"მეხელენმა" თასის ფინალში სწორედ "გენტს" სძლია და აქედან გამომდინარე, ევროპის ლიგის საგზური სწორედ ფინალისტს ერგო.

შეგახსენებთ, რომ "გენტში" სამი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე ირიცხებიან. 

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი გიორგი ქვილითაია გიორგი ბერიძე

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა