"VAR-მა ფეხბურთი მოკლა" - ტიაგო ალკანტარა ვიდეოგამეორების წინააღმდეგ გამოდის

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიიჩნევს, რომ VAR-მა ფეხბურთი მოკლა. 

მისი განცხადებით, ვიდეოგამეორებამ ფეხბურთს ის ხიბლი დაუკარგა, რომელიც აქამდე ჰქონდა. 

"VAR-ის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ფეხბურთი მან სრულიად შეცვალა და მოკლა. 

რა ხდება ახლა? როდესაც გოლი გაგაქვს, რამდენიმე წუთი მსაჯს უნდა ელოდო, რომ გატანილი ბურთი დაგიდასტუროს და შესაძლოა, განცდილი სიხარული სულ ტყუილი აღმოჩნდეს. 

რა თქმა უნდა, სადავო მომენტებში გამოყენებული ვიდეოგამეორება სამართლიანობას აღდგენს, მაგრამ საერთო ჯამში ის ფეხბურთს ხიბლს უკარგავს", - ამბობს ალკანტარა. 

მიუნხენის ბაიერნი ტიაგო ალკანტარა

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის