მატიას დე ლიხტმა ახსნა, რატომ არჩია ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას"

"იუვენტუსის" ახალწვეულმა მატიას დე ლიხტმა ახსნა, თუ რატომ არჩია ტურინული გრანდი "ბარსელონას". 

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველი "ვეკია სინიორაში" სულ რამდენიმე დღის წინ გადაბარგდა ამსტერდამის "აიაქსიდან". 

"გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. ბევრი შეთავაზება მქონდა და აქედან საუკეთესო ვარიანტი უნდა შემერჩია. 

რატომ იტალია? ძალიან მომწონს თუ როგორ თამაშობენ ამ ქვეყანაში მცველები და რა როლი ეკისრებათ მათ თამაშში. 

ჩემი საყვარელი ფეხბურთელები სწორედ იტალიელი მცველები - ბარეზი, მალდინი, ნესტა და კანავარო არიან. 

ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, თუ რაოდენ საჭირო ხარ გუნდისთვის და რამდენად გენდობიან ისინი, "იუვენტუსიდან" კი სწორედ ეს ნდობა დავინახე. 

ტურინის იუვენტუსი ბარსელონა მატიას დე ლიხტი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია