ნეიმარს დაემუქრნენ - ბრაზილიელი მოედანზე შესაძლოა 3 წელი ვეღარ გავიდეს

პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ელ-ხალიფს გუნდის ლიდერის ნეიმარის ხუშტურები ყელში ამოუვიდა და რადიკალურ ზომებს მიმართა. 

მან კლუბის სპორტული დირექტორის ლეონარდოს სახელით ბრაზილიელ ფეხბურთელს შეუთვალა, რომ თუ თავის კაპრიზებს არ მოეშვება, მკაცრად დასჯის. 

რა იგულისხმება დასჯაში? ნეიმარს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. პრეზიდენტი იმდენად ყოფილა გაბრაზებული, რომ ნეიმარს დაჰპირვებია, ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენთან იქნები, მოედანზე კი საერთოდ ვერ გახვალო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება, თუმცა კატალონიელებს საჭირო ფინანსები ვერ მოუძიებიათ და პსჟ-ის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ. 

ბარსელონა პსჟ ნეიმარი ლეონარდო ნასერ ელ-ხალიფი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია