ნეიმარის საგა "ბარსელონას" ახალი შეთავაზებით გრძელდება

As წერს, რომ "ბარსელონამ" პსჟ-ის ნეიმარის სანაცვლოდ ახალი შეთავაზება გაიკეთა. 

კატალონიელები მზად არიან, უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო პარიზში გაუშვან, პლუს 40 მილიონი დაამატონ, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიბრუნონ. 

საინტერესოა, რომ 2017 წელს "ბლაუგრანამ" ნეიმარი პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გაყიდა, დემბელესა და კოუტინიოს ყიდვა ერთად კი ამ თანხაზე მეტი დაუჯდა. 

ახლა კი კოზირი პსჟ-ის მხარესაა და გუნდმაც დრო ითხოვა, რათა აღნიშნული შეთავაზება განიხილონ. 

ბარსელონა პსჟ ნეიმარი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია