ლორენცო ინსინიე: მაურისიო სარი ნამდვილი მოღალატეა

"ნაპოლის" ფორვარდმა ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ მისი გუნდის ყოფილი მწვრთნელი მაურისიო სარი ნამდვილი მოღალატე ადამიანია. 

შეგახსენებთ, რომ სარი ადრე სწორედ "ნაპოლის" მოძღვრავდა, ზაფხულში კი ტურინის "იუვენტუსის" დამრიგებელი გახდა.

"ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ მაურისიო სარის საქციელი ნამდვილი ღალატია. 

ნეაპოლიტანელები მსგავს საქციელს ასე ვაფასებთ და ამას სხვანაირად ვერც შევხედავთ. 

ახლა მთლიანად იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ როგორმე ისინი დავამარცხოთ, ოცნება ავისრულოთ და სკუდეტო ნეაპოლში დავაბრუნოთ", - ამბობს ინსინიე. 

ნაპოლი ტურინის იუვენტუსი მაურისიო სარი ლორენცო ინსინიე

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ