დანიელ სტარიჯს კარიერის გაგრძელებას სერია A-ში სთავაზობენ

29 წლის ინგლისელ ფორვარდ დანიელ სტარიჯს იტალიის სერია A-ს კლუბი ეპატიჟება. 

მისი დამატების სურვილს "ბოლონია" იჩენს. როგორც იცით, სტარიჯს "ლივერპულთან" კონტრაქტი ამოეწურა და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა. 

ერთადერთი, რაც ტრანსფერს აფერხებს, ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. ის "მერსისაიდულ" გრანდში კვირაში 120 000 ფუნტს გამოიმუშავებდა და იმ შემთხვევაში, თუ "რენადო დ'ალარაზე" აღმოჩნდება, ჯამაგირი მნიშვნელოვნად შეუმცირდება. 

ლივერპული ბოლონია დანიელ სტარიჯი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

მესი: "ლივერპულთან" მატჩის წინ ეს საშინელებმა მოხდა და ამიტომაც დავმარცხდით