"მაშინ მესი "ინტერში" გადმოვიდეს" - ლეოს სურვილის ასასრულებლად სერია A-ში მოუწევს გადასვლა

მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" "ინტერის" ფორვარდის ლაუტარო მარტინესის დამატება სურს და მისი შეძენა, თანამემამულე ლიონელ მესის პირდაპირი მოთხოვნა ყოფილა. 

ამ ხმებს ლაუტაროს აგენტი ბეტო იაკი გამოეხმაურა, რომელმაც ნახევრად ხუმრობით შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მესის "ბარსელონაში" მარტინესის ხილვა სურს? ვფიქრობ, ამით ჩემი კლიენტი ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ლეო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 

სიმართლე გითხრათ, "ბარსელონადან" დაინტერესება მართლაც არის, თუმცა ოფიციალურ წინადადებაზე საუბარიც კი ჯერჯერობით ნაადრევია. 

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაუტარო მომდევნო სეზონში კვლავ "სან სიროზე" იასპარეზებს. 

რა უნდა ქნა მაშინ მესიმ თუ ჩემს კლიენტთან ერთად სურს თამაში? - "ინტერში" უნდა გადმოვიდეს", - თქვა იაკმა.

გასულ სეზონში სერია ა-ზე მარტინესმა 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 2-ჯერაც თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემა მიაწოდა. 

ბარსელონა ლიონელ მესი ინტერი ლაუტარო მარტინესი ბეტო იაკი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ