აფრიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ნიგერიელ ფეხბურთელებს დაუჯერებელი დაპირება მისცა

აფრიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ალიკო დანგოტემ ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შესანიშნავი დაპირება მისცა. 

ბიზნესმენი მზადაა, აფრიკის თასის ნახევარფინალში გატანილ თითოეულ გოლში, ფეხბურთელებსა და ფედერაციის პრეზიდენტს 50 000 ევრო გადაუხადოს. 

ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის 1/2-ფინალში 14 ივლისს ალჟირს დაუპირისპირდება, ალიკო დანგოტეს ქონება კი 10,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 

ალიკო დანგოტე

მსგავსი პოსტები

აფრიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ნიგერიელ ფეხბურთელებს დაუჯერებელი დაპირება მისცა