"პორტომ" იკერ კასილასის შემცვლელად ლა ლიგიდან 27 წლის მეკარე დაიმატა

ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ "ესპანიოლის" 27 წლის კარის დარაჯი ხერონიმო რული კარიერას "პორტოში" განაგრძობს. 

"დრაკონებმა" კატალონიელებთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და მეკარე პორტუგალიაში ხვალ ჩაფრინდება, სადაც "დრაგაოს" მკვიდრი ოფიციალურად გახდება. 

რული "პორტოში" იკერ კასილასს ჩაანაცვლებს, მას კარიერის განმავლობაში ესპანეთის დაბალი ლიგის გუნდებში უასპარეზია. 

პორტო იკერ კასილასი სოსიედადი ხერონიმო რული

მსგავსი პოსტები

დიდი დაბრუნება - ჰალკი მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდში ითამაშებს

"ქონიანი ღორი ხარ" - რატომ აგინა ფეხბურთის ვარსკვლავმა რუს მეუღლეს

ოფიციალურად: იკერ კასილასის მომავალი გუნდი ცნობილია