ჩავიმ ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე კატარული "ალ-სადის" მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ნეიმარის "ბლაუგრანაში" შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი. 

როგორც ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნავს, ბრაზილიელის კატალონიურ გუნდში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. 

"ვფიქრობ, რომ ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება ძალიან რთული იქნება. რატომ? სატრანსფერო თანხა ძალიან დიდი ციფრებით განისაზღვრება. 

სიმართლე გითხრათ, იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ პსჟ მის სანაცვლოდ 222 მილიონ ევროს გაიღებდა, მაგრამ ეს მოხდა და შეუძლებელიც ნამდვილად არაფერია. 

ეჭვგარეშეა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს "ბარსელონა" ამ რთულ სიტუაციაში", - აღნიშნავს ჩავი. 

ბარსელონა პსჟ ნეიმარი ჩავი ერნანდესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია