ნეიმარს პსჟ-ში მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელი ჩაანაცვლებს

Sport.es წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარი პსჟ-იდან წავა და "ბარსელონაში" დაბრუნდება, პარიზელები მანჩესტერ "სიტიდან" ლეროი სანეს გადაბირებას შეეცდებიან. 

როგორც იცით, მსოფლიო სპორტული პრესა აქტიურად წერს, რომ ბრაზილიელი "ბლაუგრანაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და "პარკ დე ფრანსის" ბინადრებმაც მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს. 

სანე "სიტიში" 2016 წელს "შალკედან" გადაბარგდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

მას მანჩესტერულ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 

მანჩესტერ სიტი პსჟ ნეიმარი ლეროი სანე

მსგავსი პოსტები

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ნატალია ბარულიჩი - გაიცანით ნეიმარის სექსუალური და ულამაზესი მეგობარი გოგონა [PHOTO]