ოფიციალურად: "ლაციომ" 25 წლის მცველი დაიმატა

"ლაციომ" ოფიციალურად იუწყა, რომ 25 წლის მცველი მანულ ლაზარი გადაიბირა. 

რომაელებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა თანხა გადაუხადეს "სპალს" ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, სატრანსფერო ღირებულებამ 18 მილიონი ევრო შეადგინა, ლაზარი კი სეზონში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

ის "სპალში" 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა, კარიერის განმავლობაში კი რამდენიმე იტალიური გუნდის ღირსებაც დაუცავს. 

სპალი ლაციო მანუელ ლაზარი

მსგავსი პოსტები

იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი განხორციელდა

ჯენარო გატუზოს "მილანიდან" წასვლის თარიღი ცნობილია - როდის დარჩება "როსონერი" მთავარი მწვრთნელის გარეშე

პსჟ-იმ სერბი ვარსკვლავის ტრანსფერი შეათანხმა - გარიგება 80 მილიონ ევროდ შედგა