დავით ხოჭოლავას შეძენას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი "ტულუზა" ცდილობს

ფრანგული გამოცემა La Dépêche-ის ცნობით, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი "ტულუზა" საქართველოს ნაკრებისა და "შახტარის" მცველის დავით ხოჭოლავას შეძენას ცდილობს. 

ფრანგულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ მცველი კრისტოფერ ჟულიენი "სელტიკს" 8 მილიონ ევროდ მიყიდა და ახლა მისი შემცვლელის ძიებაშია. 

გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო თანხამ შესაძლოა 5 მილიონი ევრო შეადგინოს. 

გასულ სეზონში ჩვენებურმა დონეცკური გუნდის მაისურა ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება "ტულუზას", გუნდმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში მე-16 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის ადგილი ძლივს შეინარჩუნა. 

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარი ტულუზა

მსგავსი პოსტები

ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუნდესლიგაში გადასვლის ვარიანტი აქვს

"არაკაცო, გაეთრიე ჩვენი ქვეყნიდან" - იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს

"რომას" დამრიგებლად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მწვრთნელი ინიშნება