დაუჯერებელი წინადადება ჩინეთიდან - გარეთ ბეილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება?

El Chiringuito ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" უნივერსალმა გარეთ ბეილმა შესაძლოა კარიერა ჩინეთის ჩემპიონატში განაგრძოს. 

წყარო არ აკონკრეტებს თუ რომელ გუნდზეა საუბარი, თუმცა იწერება, რომ უელსელი შესაძლოა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. 

ჯერჯერობით უცნობი გუნდი მას წელიწადში 70 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობს, რაც კვირაში 1,3 მილიონი ევროს ანაზღაურებას უდრის. 

მოგეხსენებათ, ბეილს "რეალის" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა დიდად ვერ აქვს, ტრანსფერს კი ის ართულებს, რომ ჩინურ გუნდს უელსელის გადაბირება უფასოდ სურს, რაც მადრიდულ გრანდს ნამდვილად არ აწყობს. 

მადრიდის რეალი გარეთ ბეილი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის