"ატალანტა" ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარებას "სან სიროზე" გეგმავს

იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის მე-4 ადგილოსანი "ატალანტა" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარებას "სან სიროზე" გეგმავს. 

ბერგამოული გუნდის ხელმძღვანელობამ სტადიონის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. 

"ატალანტას" საშინაო არენაზე "აძური დი იტალიაზე" რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ის ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ვერ მოესწრება. 

შეგახსენებთ, რომ ბერგამოელები გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე ასპარეზობდნენ და საშინაო მატჩებს "სასუოლოს" სტადიონზე მართავდნენ. 

ბერგამოს ატალანტა სან სირო

მსგავსი პოსტები

ინგლისური პრესა: ზაფხულში "არსენალი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს დაიმატებს

იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი განხორციელდა

დუვან ძაპატამ ბერგამოს "ატალანტას" ისტორია გადაწერა