ოფიციალურად: მადრიდის "ატლეტიკომ" ალვარო მორატა გამოისყიდა

"ჩელსის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა ფორვარდი ალვარო მორატა მადრიდის "ატლეტიკოს" მიჰყიდა. 

"როხიბლანკომ", ესპანელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ის გასულ სეზონში სწორედ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გახლდათ განათხოვრებული, სადაც 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება მის ლონდონურ კარიერას, მორატა "ჩელსის" ფორმას 1,5 წლის განმავლობაში იცავდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 72 შეხვედრაში 24 გოლიც შეაგდო. 

მადრიდის ატლეტიკო ლონდონის ჩელსი ალვარო მორატა

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

"ჩელსი" ფეხბურთელებს ვერ იმატებს, მაგრამ ეს სექსუალური და ულამაზესი გოგონა გადაიბირა [PHOTO]