ცნობილი გახდა, დატოვებს თუ არა ზაფხულში ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსს"

Gazzetta Dello Sport იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლეონარდო ბონუჩი კლუბს არ გამოიცვლის და "იუვენტუსში" დარჩება. 

ის "ვეკია სინიორას" ახალ მწვრთნელ მაურისიო სარის ესაუბრა, რომელმაც 32 მცველი დაარწმუნა, რომ ის მომავალ სეზონში გუნდისთვის კვლავ საჭირო მოთამაშე იქნება. 

ბონუჩის სახელს პსჟ-ს უკავშირებდნენ და მისი წასვლის შესახებ ხმები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ტურინულმა გუნდმა მატეას დე ლიხტის ტრანსფერი შეათანხმა. 

ლეოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მან გასულ სეზონში ყველაზე ტურნირზე 41 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

ტურინის იუვენტუსი ლეონარდო ბონუჩი პსჟ მაურისიო სარი

მსგავსი პოსტები

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

ეს გოგონა მბაპეს "რეალში" გადაიყვანს - ფეხბურთელი 19 წლის მსახიობთან ნებივრობს [PHOTO]

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა