"მესი მსოფლიოში საუკეთესოა" - ლიონელ სკალონიმ ნაკრების ლიდერის შესახებ ისაუბრა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. 

"როგორც ადამიანთა უმეტესი ნაწილი, მეც ვფიქრობ, რომ მესის მოედანზე სასწაულების გაკეთება შეუძლია. 

თუ ჩვენი ნაკრების გასახდელში შემოიხედავთ, ნახავთ რამდენს აკეთებს ის გუნდისთვის, მოედანზე კი ყველა ყველაფერს ამჩნევს.

მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის არგენტინის ნაკრების განუყოფელი ნაწილია", - ამბობს სკალონი.

შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტე" კოპა ამერიკის 1/2-ფინალში გასული, სადაც ბრაზილიას დაუპირისპირდება. 

ლიონელ მესი ლიონელ სკალონი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს