იტალიაში სკანდალი აგორდა - "იუვენტუსის" ვარსკვლავი "ინტერის" ფანი ყოფილა

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ფორვარდის მოიზ კინის მამამ კინ-ბიორუ კინმა განაცხადა, რომ მისი შვილი მილანის "ინტერის" ფანია. 

"ეს ყველაფერი მრავალი წლის წინ დაიწყო. მე და ჩემი შვილი საფეხბურთო მაისურების მაღაზიასთან ვიყავით და მას ვუთხარი, რომ აერჩია რომელიც უნდოდა და ვუყიდიდი. 

მან ობაფემი მარტინსის ფორმა აირჩია, რადგან "ინტერის" დიდი გულშემატკივარი გახლდათ. 

დასამალი არაფერია და ვიტყვი, რომ ის "ნერიაძურის" თამაშებს თითქმის არ აცდენდა. მე მას ვურჩევდი, რომ როდისმე მილანურ გუნდში აუცილებლად გადაბარგდეს", - ამბობს უფროსი კინი. 

გასულ სეზონში კინმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა. 

ტურინის იუვენტუსი მილანის ინტერი მოიზ კინი კინ-ბიორუ კინი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა