შეთანხმება მიღწეულია! - ნახეთ, რა პირობებით ბრუნდება ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში"

Goal იუწყება, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია და მომავალ სეზონში კვლავ ტურინულ გუნდში ითამაშებს. 

41 წლის კარის დარაჯი "ვეკია სინიორასთან" 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 1,5 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს მიიღებს. 

ის ტურინულ გრანდში ვოიცეხ შესნის დუბლიორი იქნება და საჭიროებისამებრ ჩადგება კარში. 

შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვენტუსის" ლეგენდაა და ის ამ გუნდში 2001/18-წლებში ასპარეზობდა, გასული სეზონი კი პსჟ-ში გაატარა. 

ტურინის იუვენტუსი პსჟ ჯანლუიჯი ბუფონი

მსგავსი პოსტები

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

ეს გოგონა მბაპეს "რეალში" გადაიყვანს - ფეხბურთელი 19 წლის მსახიობთან ნებივრობს [PHOTO]