ტოპ სიახლეები
" ფრენკ ლამპარდი იდეალური კანდიდატია" - ჯონ ტერის "ჩელსის" მწვრთნელად ყოფილი თანაგუნდელი სურს
136
0

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამა ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯონ ტერიმ "არისტოკრატებში" ფრენკ ლამპარდის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
"შეხედეთ ლამპარდის "დერბის" გასული სეზონის შედეგებს, ასევე ყველამ კარგად იცით, რომ "ჩელსის" სატრანსფერო ბანი ადევს და მივიღებთ მოცემულობას, რომ ამ ეტაპზე ლამპარდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იდეალური ვარიანტი იქნება.
ფრენკი გუნდის ლეგენდაა, ის ფანებს ძალიან უყვართ და ვფიქრობ, რომ მას "ჩელსისთან" ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია", - ამბობს ტერი.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გუნდიდან მაურისიო სარის წასვლის შემდეგ გახდა.
წინა პოსტზე გადასვლა
შემდეგ პოსტზე გადასვლა