"ყოველთვის მინდოდა კრიშტიანო რონალდოს დავმსგავდებოდი" - მატიას დე ლიხტი "იუვენტუსს" შეუთანხმდა

ამსტერდამის "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი ბავშვობის კერპი კრიშტიანო რონალდო გახლდათ. 

"ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდით, მუდმივად კრიშტიანო რონალდოს მაისური მეცვა. 

მისი დიდი ფანი ვიყავი და ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი. მაშინ რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და ვცდილობდი, რომ მისი არცერთი მატჩი არ გამომეტოვა", - ამბობს დე ლიხტი. 

პარარელურად, იტალიური პრესა წერს, რომ 19 წლის მცველმა "ბებერ სინიორასთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. 

ის "იუვენტუსთან" 5-წლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, სეზონში კი 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც ზუსტად კრიშტიანო რონალდოს შემდეგ სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის მე-2 ადგილზე გადავა. 

ტურინის იუვენტუსი კრიშტიანო რონალდო ამსტერდამის აიაქსი მატიას დე ლიხტი

მსგავსი პოსტები

კრიშტიანო რონალდოს ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა

"ნაბიჭვარი ხარ და..." - რა უთხრა სიმეონემ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება