პეპე რეინას გადაბირება მის ძველ მწვრთნელს სურს

Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" მეკარის პეპე რეინას გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. 

"ვეკია სინიორას" ახალი მწვრთნელი მაურისიო სარი მას კარგად იცნობს და ესპანელი კარის დარაჯიც ვოიცეხ შესნის დუბლიორად ჰყავს შეგულებული. 

ახლანდელი მეორე ნომერი მატია პერინია, რომელსაც "იუვე არენის" დატოვება აქვს განზრახული. 

რეინა სარისთან ერთად 2015/18-წლებში მუშაობდა, "მილანში" კი გასული სეზონის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 

მილანი ტურინის იუვენტუსი მაურისიო სარი პეპე რეინა

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ