ლიონელ მესი კოპა ამერიკაზე: ჯგუფში ჩარჩენა ნამდვილი იმედგაცრუება იქნება

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში არგენტინის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. 

მატჩის შემდეგ კომენტარი "ალბისელესტეს" და "ბარსელონას" წევრმა ლიონელ მესიმ გააკეთა. 

"გუნდში ვხედავ სულისკვეთებას, რომელსაც შეუძლია, რომ დასკვნითი შეხვედრა მოიგოს და ჯგუფიდან გააღწიოს. 

უდიდესი გაცრუება და ნამდვილი სიგიჟე იქნება თუ ჯგუფიდან ვერ გავალთ. 

ვიცი, რომ ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ და შემდეგ ეტაპზე გავაღწიოთ", - ამბობს მესი. 

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში 23 ივნისს არგენტინა კატარს დაუპირისპირდება.

ბარსელონა ლიონელ მესი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ