"არ ვიცი, დავრჩები თუ წავალ" - ფილიპე კოუტინიოს მომავალი გაურკვეველია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ არ იცის მომავალ სეზონში რომელ გუნდში ითამაშებს. 

"სიმართლე გითხრათ, თავადაც არ ვიცი მომავალ სეზონში რომელი გუნდის ღირსებას დავიცავ. 

ჯერ კიდევ "ბარსელონას" წევრი ვარ და დიდია ალბათობა, რომ ისევ ამ გუნდში ვიასპარეზო, თუმცა არავინ იცის მომავალში რა იქნება, ახლა კი მთლიანად კოპა ამერიკაზე ვარ ფოკუსირებული", - ამბობს კოუტინიო. 

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს დამატება ლონდონის "ჩელსის" სურდა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ "არისტოკრატებს" სატრანსფერო ბანი დაადეს. 

ბარსელონა ფილიპე კოუტინიო

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"ლიონელ მესი იმერელია" - ქართველი ტელეწამყვანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ