ოფიციალურად: "მილანს" ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს

"მილანის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გახდა. 

მან "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შრომით ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით შეეძლებათ. 

ჯამპაოლომ "მილანში" ჯენარო გატუზო ჩაანაცვლა. მას "ასკოლოში", "კალიარიში", "სიენაში", "კატანიაში", "ჩეზენაში", "ბრეშიაში", "კრემონეზეში", "ემპოლიში" და "სამპოდორიაში" უმუშავია. 

მილანი ჯენარო გატუზო მარკო ჯამპაოლო სამპოდორია

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება