"პოგბას ტრანსფერი სახიფათოა" - "რეალს" ყოფილმა პრეზიდენტმა რჩევა მისცა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის პოლ პოგბას ტრანსფერი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 

"ვფიქრობ, "რეალი" ძალიან გარისკავს, თუ გუნდში პოლ პოგბას გადაიყვანს. 

მან უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ თავისი საქციელით კლუბს შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს. 

პოგბას ყველა გუნდში სურს, რომ ვარსკვლავი იყოს. მას მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან კონფლიქტი ძალიან ხშირად აქვს.

ამ საქმეში მხოლოდ ერთ პოზიტივს ვხედავ. ვფიქრობ, ზინედინ ზიდანი მას კარგად გაუგებს და მათ შორის კონფლიქტი არ იქნება", - ამბობს კალდერონი. 

 

მადრიდის რეალი მანჩესტერ იუნაიტედი ზინედინ ზიდანი პოლ პოგბა რამონ კალდერონი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის