კონტეს "ინტერში" ძველი შეგირდი მიჰყავს - "ნერიაძური" დაცვას აძლიერებს

Sport Mediaset იუწყება, რომ ვეტერანი ინგლისელი მცველი გარი კეჰილი კარიერას "ინტერში" განაგრძობს. 

როგორც იცით, 33 წლის უკანახაზელი თავისუფალი აგენტი გახდა და ნებისმიერ გუნდში უსასყიდლოდ შეუძლია გადასვლა. 

კონტე და კეჰილი ერთად "ჩელსიში" მუშაობდნენ და ინგლისელი, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ ანტონიომ "არისტოკრატები" გასულ ზაფხულს, კეჰილმა კი ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ დატოვა. 

ლონდონის ჩელსი ანტონიო კონტე გარი კეჰილი მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ