ოფიციალურად: მაურისიო სარიმ ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბარა

"იუვენტუსის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი მაურისიო სარი გახდა.

60 წლის იტალიელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 

ის ბოლოს ლონდონის "ჩელსის" ედგა სათავეში, რომელსაც ერთი სეზონის განმავლობაში მოძღვრავდა და გუნდს ევროპის ლიგის ტიტული მოაგებინა, პრემიერ ლიგაზე კი მე-3 პოზიციაზე გაიყვანა. 

მან იტალიაში სახელი "ემპოლიში" მუშაობით გაითქვა, სადაც ჩვენებურ ლევან მჭედლიძესაც წვრთნიდა. 

ტურინის იუვენტუსი ლონდონის ჩელსი მაურისიო სარი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ