"ჩელსის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ბრაზილიის ჩემპიონატში გადავიდა

ბრაზილიური "პალმეირასის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით 32 წლის ნახევარმცველი რამირესი ჩაირიცხა. 

მან ახალ გუნდთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 

რამირესი ბოლოს ჩინეთის ჩემპიონატის ბინადარ "ჯიანგსუ სუნინგში" ასპარეზობდა, სადაც 2016 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა. 

ის მსოფლიო საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი ლისაბონის "ბენფიკასა" და ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობისას გახდა. 

ლონდონის ჩელსი პალმეირასი რამირესი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"