მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვეტილება მიიღო - იტალიელი სპეციალისტის მომავალი ცნობილია

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობისგან ერთი წლის განმავლობაში დაისვენებს.

"მინდა, რომ სამწვრთნელო საქმიანობისგან 1 წელი დავისვენო და ოჯახს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო.

ბოლო 16 წლის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ბლენდერში ვიყავი მოთავსებული. 

ოჯახისთვის ძალიან მცირე დრო მრჩებოდა და მინდა, რომ ეს დანაკლისი ახლა ავანაზღაურო", - ამბობს ალეგრი. 

შეგახსენებთ, რომ ალეგრი "იუვენტუსს" 2014 წლიდან წვრთნიდა, თანამდეობიდან კი ამ ზაფხულს გაათავისუფლეს. 

მასიმილიანო ალეგრი: გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, რომელიც მომავალ სეზონშიც სკუდეტოს მოიგებს

ტურინის იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია