ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლის თარიღი დაასახელა

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ხელმძღვანელობა დაითხოვს. 

როგორც იცით, მის სახელს "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, თუმცა პეპმა ეს ყოველივე პრესის მონაჭორს მიაწერა. 

"სიტის" დატოვებაზე არ მიფიქრია. ყველაფერი, რაც პრესაში იწერება, სრული სიცრუეა. 

მანჩესტერულ გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და თუ ხელმძღვანელობამ არ დამითხოვა, "სიტიში" კონტრაქტის ბოლომდე ვიქნები",  - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Mundo Deportivo. 

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" გასულ სეზონში ინგლისში ყველაფერი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4-ფინალს უწია. 

უარი წარმოუდგენელ წინადადებაზე - ნახეთ, რა პირობებს სთავაზობდა "იუვენტუსი" გვარდიოლას

მიკელ არტეტა: პეპ გვარდიოლა ნამდვილი გენიოსია

ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ სიტი ხოსეპ გვარდიოლა

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია