ოფიციალურად: დავით ხოჭოლავას "შახტარში" ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს

უკრაინის პრემიერ ლიგის ბინადარი "შახტარის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი პორტუგალიელი ლუის კასტრო გახდა. 

57 წლის სპეციალისტმა დონეცკელებთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. 

კასტრო ბოლოს "გიმარაეშს" ავარჯიშებდა, იქამდე კი "ჩავესში", "რიო ავეში", "პორტოში", "პენაფიელსა" და სხვა გუნდებში უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ "შახტარს" გასულ სეზონში პაულო ფონსეკა წვრთნიდა, ვინაც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა "რომაში". 

"მეშახტეთა" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს. 

ოფიციალურად: "რომა" პაულო ფონსეკამ ჩაიბარა

რომა დონეცკის შახტარი ლუის კასტრო პაულო ფონსეკა

მსგავსი პოსტები

ოჰ, ქალბატონო იულია... - ნახეთ, რა მომხიბვლელია "შახტარის" ტელევიზიის ახალი წამყვანი [PHOTO]

"დედა, შეწყვიტე, 41 წლის ასაკში რა ფოტოებს პოსტავ" - "რომას" ვარსკვლავმა სექსუალურ დედას უსაყვედურა

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა